6 ივლისს, კომაროვის სკოლაში გაიმართა "კომაროველის დღის" აღსანიშნავი ღონისძიება!

6 ივლისს, კომაროვის სკოლაში გაიმართა "კომაროველის დღის" აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც შეიკრიბნენ კომაროვის კურსდამთავრებულები, გაეცნენ სკოლის მიღწევებს, დაესწრნენ 2018 წლის კურსდამთავრებულების მედლებით დაჯილდოების ცერემონიას და ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში! 


ღონისძიების მიზანი იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს შორის კომუნიკაციის გაზრდა. ღონისძიება გაიმართება ყოველ წელს, ივლისის პირველ შაბათს. 


სკოლა-პანსიონი კომაროვი დიდ მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ირინა აბულაძეს, სკოლის ალუმნის, ყველა სტუმარს, ორგანიზატორსა და ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების განხორციელებაში! 


ზემოთ